აფხაზეთის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში, მეორე ადგილზე გასული კანდიდატი ალხაზ კვიწინია, შედეგების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, საარჩევნო კომისიის შენობასთან, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების გაუქმებას ითხოვენ.

„რია ნოვოსტის” ინფორმაციით, სოხუმში, საარჩევნო კომისიის შენობას, აფხაზეთის მილიცია იცავს, რომელსაც გზა აქვს გადაკეტილი. ადგილზე, სპეცრაზმის თანამშრომლები არიან მობილიზებულნი. 

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცესკო-ში განაცხადეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური შედგა. მათივე განცხადებით, ე.წ. არჩევნებში 47,38%-ით მოქმედი „პრეზიდენტი“ რაულ ხაჯიბმა იმარჯვებს. ამავე დროს ე.წ. ცესკო-ში განაცხადეს, რომ მათ განიხილეს ოპოზიციონერ კანდიდატ ალხას კვიწინიას მიმართვა, რომელიც არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვდა და ეს მიმართვა უარყოფილია.

ოკუპირებული აფხაზეთის „საპრეზიდენტო არჩევნებში“ მეორე ადგილზე გასული კანდიდატი ალხაზ კვიწინია, რაულ ხაჯიმბას გამარჯვებულად არ ცნობს და შედეგების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

ე.წ. საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგების მიხედვით, მოქმედმა „პრეზიდენტმა“ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 47,38% მიიღო, მისმა ოპონენტმა – 46,19%. „ყველას წინააღმდეგ“ 3154 ხმა (თითქმის 4%) იქნა მიცემული. ე.წ. არჩევნებში მონაწილეობა ხმის უფლების მქონე ამომრჩევლების 65,98% (83 883 ადამიანმა) მიიღო.

მსგავსი თემები