აფრიკაში კორონავირუსით 15 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული

აფრიკაში კორონავირუსით 15 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. ამის შესახებ ინფორმაციას აფრიკული საბჭო ავრცელებს.

„აფრიკული კავშირის წევრი 50 სახელმწიფო იუწყება, რომ ამჟამად ინფიცირებულია 15 249 ადამიანი. გარდაიცვალა 816, განოჯანმრთელდა 2895“, – ნათქვამია ორგანიზაციის „ტვიტერის“ გვერდზე.

აფრიკულ კავშირში სულ გაერთიანებულია 55 აფრიკული სახელმწიფო. კოვიდ-19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა აღრიცხულია აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილში, ხოლო ყველა მცირე ცენტრალურ აფრიკაში.

ყველა მეტი ინფიცირებული 2272 ადამიანი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაშია. გარდაიცვალა 27 მოქალაქე.

ამჟამად კორონავირუსით აფრიკის სამ სახელმწიფოში არ დაფიქსირებულა. ესენია ლესოტო, დასავლეთ საჰარა და კუნძულოვანი სახელმწიფო კომორა.

მსგავსი თემები