აფეთქება ფირალიშვილების ოჯახში მოხდა, დაღუპულია დედა-შვილი

თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, კერძოდ დიდ დიღომში აფეთქება მეექვსე სართულზე, ფირალიშვილების ოჯახში მოხდა. გარდაიცვალა დედა და ერთი მცირეწლოვანი ბავშვი, მეორეს მდგომარეობა მძიმეა. 

როგორც ბავშვების მამა, ფრიდონ ფირალიშვილი ყვება, სახლში მისვლისას აფეთქების ხმა გაიგო. საკუთარ ბინაში რომ შევიდა ბავშვები უგონო მდგომარეობაში ნახა. ” ჩემი ხელით გამოვიყვანე ჩემი შვილები”, – ამბობს იგი.  

მისივე თქმით, აფეთქების დროს მათ სახლში სტუმრად მეუღლის დაც იმყოფებოდა. ის ცოცხალია, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

​სახლის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ შენობაში, გაზის სუნი, მთელი დღის განმავლობაში იგრძნობოდა. კომპანია “ყაზტრანსგაზიდან” ჯგუფიც გამოიძახეს, მაგრამ ვერაფერი დაადგინეს და წავიდნენ.  

შენობა, რომელშიც დღეს ტრაგედია დატრიალდა, ახალი აშენებულია. აფეთქების შედეგად სახლის რამდენიმე სართული დაზიანდა. დან­გრე­უ­ლია ლიფ­ტი.​

კომპანია “ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სის” თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და­კი­თხვა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში სხვა დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ. კომენტარს არც “ყაზტრანსგაზში” აკე­თე­ბენ.

მსგავსი თემები