აფეთქება ზემო ფონიჭალაში – დაშავებულია 3 ადამიანი

თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, კერძოდ ზემო ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა გამოიწვია. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია 3 ადამიანი.

ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური.

 

მსგავსი თემები