“აუცილებელი არაა მეორე ტალღა შემოდგომაზე იყოს” – ეპიდემიოლოგი

“დღეში 5 და 10 ახალი შემთხვევა, თუ ისინი საკარანტინო ზონიდანაა და დაინფიცირების წყარო ცნობილია, საგანგაშო არაა, მაგრამ როდესაც წყარო დაუდგენელია, ეს უკვე ბეწვის ხიდზე გასვლას ნიშნავს”, – ამის შესახებ ეპიდემიოლოგმა, ოთარ ჩოკოშვილმა განაცხადა.

„ალბათობა იმისი, რომ შეიძლება ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატოს ნამდვილად არსებობს, ამიტომ ბეწვის ხიდზე გავდივართ. ბევრი ქვეყნის მაგალითმა აჩვენა, რომ აუცილებელი არაა მეორე ტალღა შემოდგომაზე იყო, გარკვეულ ქვეყანაში ზაფხულის პერიოდშიც დაიწყო მეორე ტალღა. მაგრამ ისინი დროულად და მომზადებულად შეხვდნენ ამ ეტაპს. მსგავსი შეიძლება ჩვენთანაც ნებისმიერ დროს დაიწყოს“, – აღნიშნა ეპიდემიოლოგმა.

მსგავსი თემები