აუტისტური სპექტრის ბავშვების სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა 2019 წელს დაიწყება

“მთავარანგელოზ გაბრიელისა და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდის” სარეაბილიტაციო ცენტრ “პეგასის” პროექტის წარდგინება გაიმართა. ცენტრის მშენებლობა 2019 წელს დაიწყება და 2026 წელს დასრულდება.

ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და სასულიერო პირები დაესწრნენ.

როგორც ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა,  საჭიროა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს, მათ სრულ ინტეგრაციას განათლების სისტემაში და ზოგადად, საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ”

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ასევე, საზოგადოების სათანადოდ ინფორმირება ამ საკითხთან დაკავშირებით. პროცესში უნდა იყოს ჩართული როგორც ხელისუფლება, ასევე, ეკლესია, სამოქალაქო საზოგადოება, ბიზნესი, ბავშვების მშობლები.
” ძალიან კარგია, რომ იწყება სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა, რაც კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ამ მიმართულებით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარესა და დეპუტატებს ცენტრის მშენებლობაში გაწეული დახმარებისთვის მეგობრობის სიგელები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ მთავარანგელოზ გაბრიელის და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდი თბილისში, 2018 წლის 10 აპრილს, თბილისში დაარსდა. მისი მიზანია, აუტიზმის მქონე ბავშვთა და მოზარდთა უფლებების დაცვა, მათთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა, სხვადასხვა პროგრამების შემუშავება და განხორციელება.

როგორც ფონდში აცხადებენ, იწყებენ მსოფლიო სტანდარტების ფსიქო-სარეაბილიტაციო ცენტრში, რომლის მშენებლობას მომავალი წლიდან დაიწყება, აუტიზმისა და ფსიქიკური პრობლემების მქონე ბავშვები და მოზარდები გაივლიან რეაბილიტაციის კურსს, ცენტრი დაკომპლექტდება მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რომლებსაც უცხოეთიდან მიწვეული ტრენერები გადაამზადებენ.

ცენტრი უფასოდ მოემსახურება 230 ბენეფიციარს და შესთავაზებს ყველა იმ სერვისს, რომელიც აუცილებელია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების განვითარებისთვის, მათი საზოგადოებაში ინტეგრირების მიზნით.

 

მსგავსი თემები