„ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი უწყების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად რჩება“  – მინისტრი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, დარგობრივი ასოციაციებისა და მედიის წარმომადგენლებს სამინისტროს 2019 წლის საქმიანობის შედეგები გააცნო.

„ქვეყნისათვის ერთ-ერთ ძირითად  პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი. მნიშვნელოვანია, რომ 2019 წელს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს ორი ახალი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სადგური დაემატა  და დღეის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით უკვე 8 ერთეული ავტომატური სადგური ფუნქციონირებს.  რაც საშუალებას გვაძლევს მნიშვნელოვნად გავზარდოთ  ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე  დაკვირვების არეალი“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, 2020 წელს დაგეგმილია ახალი მობილური ავტომატური სადგურის შეძენა დასავლეთ საქართველოსთვის, რომლის საშუალებით შესაძლებელი იქნება ჰაერის ხარისხის დადგენა სხვადასხვა ლოკაციაზე.

მსგავსი თემები