ატენის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია, მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე რჩებიან

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენის ხეობაში, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. დაიწვა 8-ჰა – მდე ფართობი. ხეობაში  ცეცხლის ორი კერა ტყის მასივში გაჩნდა. მონიტორინგის მიზნით, ხანძრის ადგილზე, რამდენიმე სახანძრ-სამაშველო ჯგუფი მთელი ღამის განმავლობაში დარჩება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ცეცხლთან ან საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანების და განადგურების ფაქტზე, 188-ე მულის მეორე ნაწილით დაიწყო.​

​როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ხანძრის ქრობის პროცესში მონაწილეობდა  სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 50-მდე მეხანძრე-მაშველი.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე არიან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო – სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი, ალექსანდრე ხვადაგიანი, შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სამართალდამცავები.

 

მსგავსი თემები