თბილისში, ატენის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ოჯახის ორი წევრი მოკლა, ხოლო შემდეგ თავი მოიკლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულები არიან მამაკაცის დედა და და. თუმცა ამ ინფორმაციას შსს-ში არ ადასტურებენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, 109-ე და 236- მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.