ატენის ტყეში ხანძარია

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ატენში ტყეში ხანძარი გაჩნდა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, კვამლი კასპის მხრიდან გამოჩნდა და თანდათან ატენის ტყისკენ გადაინაცვლა.

ინფორმაციას ადასტურებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ადგილზე მეხანძრეები უკვე მუშაობენ. დაშავებულების ან დაზარალებულების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.

მსგავსი თემები