“არ შეიძლება, ბორდერიზაციისა და ხალხის გატაცების პირობებში, რუსეთს რამე პოზიტიური მოსაზრებები ჰქონდეს” – გია ვოლსკი

“არ შეიძლება, რუსეთის ფედერაციას ბორდერიზაციის პროცესისა და ხალხის გატაცების პირობებში რამე პოზიტიური მოსაზრებები ჰქონდეს”, – ას აფასებს ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი კონსტანტინ კოსაჩევის განცხადებას, სადაც მან საქართველოსა და უკრაინასთან საპარლამენტო დიალოგის სრულად აღდგენის შესაძლებლობაზე ისაუბრა.

გია ვოლსკის განცხადებით, უნდა გავითვალისწინოთ, რომ არსებობს ჟენევის ფორმატი, არსებობს მაღალი დონის შეხვედრების ფორმატი, სადაც რუსეთს პოლიტიკურ თემასთან არანაირი პოზიტიური ნება არ გამოუჩენია არასდროს.

„ასეთი შეხვედრა ვირტუალურად რომც შედგეს, პირველივე შეხვედრა იქნება რეზულტატის გარეშე“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი თემები