„არ უყვარს ამ ადამიანს რაგბის ბურთი და შეეშვით“ – ირაკლი აბუსერიძე კახა კალაძეზე

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატის ირაკლი აბუსერიძის განცხადებით, ჭორაობა და ბინძურო თამაშია იმის თქმა, რომ კახა კალაძე მის კანდიდატურას ლობირებს.

როგორც საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი აბუსერიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კალაძეს რაგბის ბურთი არც უყვარს.

„არ უყვარს ამ ადამიანს რაგბის ბურთი და შეეშვით, გაქვთ მტკიცებულება რომ კახა კალაძე ლობირებს ჩემს კანდიდატურას? წინა არჩევნებზეც გამოვიდა გოჩა სვანიძე (კავშირის მოქმედი პრეზიდენტი) და საუბრობდა ჭორის დონეზე ვიციო. ასე ხომ არ შეიძლება. მსგავს ბინძურ თამაშს თამაშობს ეს პატივცემული (გოჩა სვანიძე), რაც უსამართლობაა“ – განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.    

შეგახსენებთ, რომ 30 იანვარს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები იმართება, სადაც 3 კანდიდატი მონაწილეობს.  

მედიაცენტრი მთავარისმასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები