“არ მეგონა, ივანიშვილი ბავშვებთან დარეკვასაც თუ ამიკრძალავდა” – ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა მას შვილებთან დარეკვა აუკრძალა.

“ივანიშვილი მშიშარა რომ არის, გასაგებია. ეს იქედანაც გამოჩნდა გირაოთი რომ არ მიშვებს, მაგრამ ასეთი მეწვრილმანე თუ იქნებოდა, კვირაში ერთხელ ბავშვებთან დარეკვასაც ამიკრძალავდა,( რის უფლებასაც კანონი მაძლევს) ნამდვილად არ მეგონა.

სულ ვფიქრობ, მართლა მე შევაშინე თუ ბავშვობიდან იყო ასეთი ქვეშაფსია”, – წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ოქრუაშვილი. 

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 25 ივლისს დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

მსგავსი თემები