“არ მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენთან იტალია გამეორდება” – ეკატერინე ტიკარაძე

“მე არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ ჩვენთან იტალია გამეორდება. მაქვს მიზეზი, თუ რატომ არ მაქვს ამის მოლოდინი, ვინაიდან დღესდღეობით, საქართველოს მოსახლეობა რისკების კუთხით უკვე ძალიან კარგად არის ინფორმირებული ” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ტიკარაძის თქმით, ხელისუფლებაც თავის პასუხისმგებლობას ათვითცნობიერებს.

„ასევე, საქართველოს ხელისუფლება ძალიან კარგად ათვითცნობიერებს იმას, რომ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა და ვალდებულება. ვართ მუდმივ მზადყოფნაში გადავდგათ ნებისმიერი საჭირო ნაბიჯი, საჭირო დროს. გარდა ამისა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ღია კომუნიკაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენს მოქალაქეებთან, რის შედეგადაც ძალიან გამჭვირვალედ ვაწვდით ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც საჭიროა კოვიდინფექციის მართვასთან დაკავშირებით და ასევე რისკებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომლებსაც ვიღებთ. ყოველივე ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ვივარაუდო, საქართველოში არ გამეორდება იტალია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი თემები