“არ მაინტერესებს სხვა ქვეყნები, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რას აკეთებს საქართველოს მთავრობა თავისი მოქალაქეებისთვის” – გიორგი გახარია

“არ მაინტერესებს საერთოდ სხვა ქვეყნები და არ ვედრები არავის, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რა შეუძლია და რას აკეთებს საქართველოს მთავრობა დღეს თავისი მოქალაქეებისთვის”,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.

რომან გოცირიძემ პრემიერს კითხვით მიმართა, საქართველოს გარდა, დაესახელებინა მსოფლიოში ერთი ქვეყანა, რომელმაც საკუთარ მოქალაქეებს პანდემიის პერიოდში არ გაუწია არც ერთი თეთრით ფულადი დახმარება.

„არ დავასახელებ, არ მაინტერესებს საერთოდ სხვა ქვეყნები და არ ვედრები არავის, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რა შეუძლია და რას აკეთებს საქართველოს მთავრობა დღეს თავისი მოქალაქეებისთვის“,- აღნიშნა გახარიამ.

მსგავსი თემები