„არ მაინტერესებს, მან ციანიდი ჩაიტანა თუ არა,  ესეთი ეკლესიის მსახური ვინმეს სჭირდება?!“ – გოგა ხაინდრავა პატიმარ მამაოზე

კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, შეწყალების აქტის გამოცემა პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, თუმცა, გიორგი მამალაძის შემთხვევაში, ასეთი სასულიერო პირის საჭიროება არც არსებობს. ეს განცხადება გოგა ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ჩვენ ხომ ყველამ ვნახეთ, რას ლაპარაკობდა ეს მამალაძე. როგორ გაუშვა მარილზე იქით-აქით. არ მაინტერესებს, მან ციანიდი ჩაიტანა თუ არა. ისეთი ეკლესიის მსახური ვინმეს სჭირდება ქვეყანაში, როგორიც გიორგი მამალაძეა? დანარჩენს რომ თავი დავანებოთ, ასე იყო თუ არა, დაუმტკიცეს თუ ვერ დაუმტკიცეს, ხომ გვესმოდა, ხომ ყველამ ვნახეთ მისი საუბარი“ – განაცხადა გოგა ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშრებით.  

მსგავსი თემები