“არ ვპასუხობ, დღესასწაულით ისიამოვნეთ” – პრეზიდენტი, შეწყალების საქმეზე ისევ დუმს

საქართველოს პრეზიდენტი სკანდალური შეწყალების საქმეზე ისევ დუმს. სალომე ზურაბიშვილმა, დღეს გურჯაანში, ღვინის ფესტივალზე ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვები უპასუხოდ დატოვა.

“სხვა კითხვებზე დღეს არ ვპასუხობ. შესანიშნავი დღესასწაულია და გთავაზობთ თქვენც ისიამოვნოთ”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღეს, საქართველოს პრეზიდენტი გურჯაანში ღვინის ფესტივალს დაესწრო. სალომე ზურაბიშვილმა თემატური პავილიონები დაათვალიერა, ღვინო დააგემოვნა და ჩურჩხელის ამოვლებაშიც მიიღო მონაწილეობა.

ცნობისთის, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს პრეიდენტმა 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის იყვნენ მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის მსჯავრდებულებიც. 

მსგავსი თემები