“არ ვიცით, რეგულაციებს რომ ავაფარებთ, ჩამოვლენ თუ არა ტურისტები” – რუსუდან ჯაფარიძე

“არ ვიცით, რეგულაციებს რომ ავაფარებთ, ჩამოვლენ თუ არა ტურისტები”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა გიდმა და „საქართველოს გიდების ასოციაციის“ წევრმა, რუსუდან ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან კარგია, რომ რეგულაციებიდან რამდენიმე პუნქტის ამოღება მოხდა, მაგრამ ზოგიერთი წესის შესრულება, რასაც შემოღებული რეგულაციები მოითხოვს, შეუძლებელია.

„ნეტავ, ტურისტი ჩამოვიდოდეს და დღეს გამოსავალი ეს არის, სხვა არაფერი. იმიტომ, რომ ჯერ მოლაპარაკება რეალურად, რამდენიმე ქვეყანასთან გვაქვს და ისიც არ ვიცით, ჩამოვლენ თუ არა, ამ რეგულაციებს რომ ავაფარებთ, შვიდნი ერთ ტრანსპორტში ვერ ჩასხდებით და ამიტომ 15-კაციანი ავტომობილი უნდა იქირაოთ-თქო. რეგულაციაში წერია, რომ მძღოლს ცალკე თერმომეტრი უნდა ჰქონდეს და გიდს თავისი. საუბარია მინიმუმ, ასდოლარიან თერმომეტრზე. მე, როგორც კომპანიას, მაგალითად, ათი გიდი თუ მყავს გაშვებული, ესე იგი, ათი ასეთი თერმომეტრი უნდა მქონდეს, ხომ. არ უარვყოფთ იმას, რომ კოვიდია იქაც, ჩვენთანაც და საფრთხე საერთოა, მაგრამ ხარჯები ჩვენც გვემატება და ეს ყველაფერი ტურს ძალიან აძვირებს. ექვსი თვე სახლში ვისხედით და არც ერთს თეთრი არ გამოგვიმუშავებია. ანუ, ხარჯები ჩვენც გვემატება და გვეზრდება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მსგავსი თემები