“არ ვაპატიებთ “ქოცებს” გავრილოვს, თუმცა არც ნაციონალურ მოძრაობას დავაბრუნებთ” – აქციის მონაწილე

“ქართველი ხალხი არ ვაპატიებთ ქოცებს გავრილოვს, არ ვაპატიებთ 20 ივნისს და გავუშვებთ პოლიტიკურ მოუსავლეთში, მაგრამ ამასთანავე, ამ პოლიტიკური მოუსავლეთიდან არ დავაბრუნებთ ისეთ ბნელ ძალებს, როგორიცაა ნაციონალური მოძრაობა”, – ამ სიტყვებით მიმართა ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ახალგაზრდა მონაწილემ შეკრებილ საზოგადოებას. თუმცა, მას მიკროფონი წაართვეს და სიტყვის დასრულების საშუალება არ მისცეს. 

მსგავსი თემები