„არ დათანხმდეთ“ – მიხეილ სააკაშვილის მორიგი მოწოდება

მიხეილ სააკაშვილი მმართველი გუნდის წინადადებას მომავალი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარებასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან ეხმიანება.  სააკაშვილი მხარდამჭერებსა და თანაგუნდელებს მოუწოდებს, არ დათანხმდეს.

„ყველა,  ვინც ამას დათანხმდება არის აბსოლუტური სულელი ან ნაყიდი”, – ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. 

მისი თქმით, ნულოვანი ბარიერი ნიშნავს რუსული პროექტების შეყვანას, პატარა პარტიების ყიდვას, გაერთიანებების დაშლას.

“ბავშვებს დათხარეს თვალები, ჩაიდინეს საოცრებები და თურმე რისთვის, იმისათვის, რომ ივანიშვილმა შეინარჩუნოს გახარია, შეინარჩუნოს დღევანდელი საარჩევნო კომისია, იჯდეს აქ 2020 წლის ოქტომბრამდე. ნულოვანი ბარიერი ნიშნავს რუსული პროექტების შეყვანას, პატარა პარტიების ყიდვას, გაერთიანებების დაშლას. ეს კაცი მართლა გთვლით აბსოლუტურ იდიოტებად?! ერთი რამ სრულიად ნათელია – ივანიშვილი არის პანიკაში, მაგრამ ყველა, ვინც ამას დათანხმდება, არის აბსოლუტური სულელი ან ჩვეულებრივად ნაყიდი”, – აღნიშნა მიხეილ  სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ   2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ჩატარდება პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა.  

მსგავსი თემები