“არ გვჭირდება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი” – გიორგი გახარია

“არ გვჭირდება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. ამიტომ ჩვენ მივმართეთ პარლამენტს, რომ ეს შეზღუდვები იყოს გონივრული, ეფექტური და იყოს კონკრეტულ მიზნებზე მიმართული”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„არ დაგავიწყდეთ, მეგობრებო, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ივლისის ბოლომდე, სექტემბრამდე გახანგრძლივდა. ჩვენ სხვებთან შედარებით COVID-19-ის რისკებს ვმართავთ ეფექტურად, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ეკონომიკის ასამოქმედებლად გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ“, – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, რომ საქართველომ ან მსოფლიომ კორონავირუსი დაამარცხა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, დღეს ჩვენგან მოითხოვს გარკვეული შეზღუდვების შენარჩუნებას.​

„შეცდომა არ უნდა დავუშვათ. ერთი რამ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი წარმატების ფასი იქნება ნული, თუ გაუაზრებელი, სწრაფი, ყოვლისმომცველი შეზღუდვების ერთბაშად მოხსნით, ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებას და მოქალაქეებს შევიყვანთ რისკის ქვეშ“, – აღნიშნა გახარიამ.

მსგავსი თემები