“არ გვაქვს ილუზია, რომ შემოდგომაზე “კორონავირუსი” არ იქნება, სისტემის მდგომარეობა გართულდება” – ინფექციონისტი

“საბედნიეროდ, მსოფლიოს არ ახსოვს ორი პანდემიის დამთხვევა, თუმცა გამორიცხული ეს არასდროსაა”, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მაია ბუწაშვილის განცხადებით, ილუზია, რომ შემოდგომაზე კორონავირუსი არ იქნება, არა არსებობს. 

“ორი პანდემიის დამთხვევა იქნება ძალიან მძიმე. იმედია, ასე არ მოხდება. ჩვეულებრივი სეზონური გრიპის ეპიდემია რომ დაიწყება ოქტომბრიდან და თუ ამის თანხვედრა მოხდა კორონავირუსთან, და ალბათ, მოხდება, რადგან არ გვაქვს ილუზია, რომ შემოდგომაზე კორონავირუსი არ იქნება, რთული გადასატანი იქნება ჯანდაცვის სისტემისთვის. არაფერს ვამბობ ორი პანდემიური ვირუსის დამთხვევაზე, რადგან ის ძალიან გაართულებს ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობას. დატვირთვა ექნება სამინისტროს უზარმაზარი, ცალკეული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობისთვისაც იქნება სერიოზული საფრთხის მომტანი”, – განაცხადა ინფექციონისტმა “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები