“არ არსებობდა საფუძველი იმისთვის, რომ გავრილოვისთვის უარი მეთქვა საქართველოში შემოსვლაზე” – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთის დელეგაციის წევრებს, მათ შორის გავრილოვს, კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული არ ჰქონდათ. მისი თქმით, რუსეთის დუმიდან, მხოლოდ ორ დეპუტატს ჰქონდა დარღვეული კანონი, რომლებსაც საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა.

“ჩვენ გვაქვს სამართლებრივი საფუძველი დეპუტატების შემოშვებისთვის ან არ შემოშვებისთვის. სამართლებრივი საფუძველი მდგომარეობს შემდეგში: თუ არის დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი და აქ არის არსებითად საუბარი იმაზე, რომ არ უნდა იყოს შესული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე კონკრეტული მოქალაქე, ამ შემთხვევაში, ირღვევა ოკუპაციის შესახებ კანონი. იყო ასეთი ორი შემთხვევა, ორი დეპუტატი იყო რუსეთის დუმიდან წარმოდგენილი ამ საპარლამენტო დელეგაციაში, ერთი იყო ზატულინი და მეორე იყო ვიატკინი, ორივეს ჰქონდა დარღვეული კანონი ოკუპაციის შესახებ და ამ სამართლებრივი საფუძვლით, ორივეს ეთქვა უარი საქართველოში შემოსვლაზე. რაც შეეხება რუსული დელეგაციის დანარჩენ წევრებს, მათ შორის იყო გავრილოვი და სხვა დეპუტატები, მათ არ ჰქონდათ დარღვეული კანონი ოკუპაციის შესახებ, შესაბამისად, არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ უარი ეთქვა რომელიმე ორგანოს მათთვის საქართველოში შემოსვლაზე. ” -განაცხადა ირაკლი კობახიძემ

ირაკლი კობახიძეს განცხადებით, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას თითოეული დეტალი და ნიუანსი გავლილი და შეთანხმებული იყო.

“თითოერული დეტალი იყო გავლილი იმისთვის, რომ თავიდან აგვერიდებინა პრობლემები. ეს ეხებოდა ქართველი წარმომადგენლების სიტყვით გამოსვლას – ვინ უნდა გამოსულიყო, როდის უნდა გამოსულიყო, ეს ეხებოდა, მაგალითად, ასევე,  პატრიარქების სიტყვებს. უამრავი დეტალი იყო გავლილი იმისთვის, რომ მოხსნილიყო ყოველგვარი პრობლემა რაც დაკავშირებული იყო ამ ყველაფერთან“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.

მსგავსი თემები