“არავის მიეცემა შესაძლებლობა, ხალხის ხარჯზე გაზარდოს ფასები – კალაძე ტაქსების რეფორმაზე

“არავის მიეცემა შესაძლებლობა, ხალხის ხარჯზე გაზარდოს ფასები და ცუდად გამოიყენოს ტაქსების რეფორმა”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახი კალაძემ განაცხადა.

კალაძის განცხადებით, ტაქსის ფასები აუცილებლად დარეგულირდება.

კითხვაზე – მოქალაქეები აცხადებენ, რომ ფასები სამჯერ არის გაზრდილი და როგორ აპირებს თბილისის მთავრობა, დაარეგულიროს კერძო ტაქსების ფასები, თბილისის მერმა განაცხადა, რომ თვითონ ბაზარიც დაარეგულირებს ამ ყველაფერს.

„რა ინდიკატორებზე საუბრობთ, მე არ მაქვს ინფორმაცია. რამოდენიმე დღის წინ იყო პრობლემები. გვქონდა კომუნიკაცია კომპანიებთან, რომლებიც დღეს ბაზარს წარმოადგენენ. აუცილებლად დარეგულირდება და თვითონ ბაზარიც დაარეგულირებს ამ ყველაფერს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები