“ჯარი და იარაღი არ გვაქვს, არც გვექნება” – სალომე ზურაბიშვილი

სამეცნიერო წარმომადგენლებთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა მორიგი ხმაურიანი და სკანდალური განცხადება გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტისა და ქვეყნის მთავარსარდლის განცხადებით, საქართველოს ჯარი და იარაღი არ აქვს და არც ექნება.

ზურაბიშვილის მტკიცებით, თავდაცვისა და ეკონომიკის მიმართულებით არსებული პრობლემების მიუხედავად, საქართველოს ის ძლიერი იარაღი აქვს, რომელსაც ცოდნა, მეცნიერება და კულტურა ჰქვია.

“არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი. მაგრამ ჩვენ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა და ძალიან მდიდარი რეგიონი ამ მხრივ, არა მხოლოდ დღევანდელი დღით, თავისი წარსულით, არქეოლოგიით, რელიგიით, თავისი ძირებით და თავისი მომავლით. ყველაფერი იმით უნდა დაიწყოს, რომ ჩვენი თავის დავიჯეროთ “- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები