“არც არავისთვის ჩამირტყამს და არც გადადგომას ვაპირებ“ – ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშეძე მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილისთვის ჩარტყმას და დაზიანების მიყენებას არ ადასტურებს. მისი განცვხადებით, მას არავისთვის ჩაურტყამს, არც ჯაჭვი ჰქონია და არც ხელკეტი.

„რომ გითხრათ დიდი ჩხუბი იყო, ასეთი არ ყოფილა, უფრო, შეხლა-შემოხლა იყო. არავისთვის ჩამირტყამს, არც ჯაჭვი და არც ხელკეტი. ვის წარბი გაუსკდა და ვის თავი გაუტყდა, ეს არც არავის დაუნახავს და პირადად არც მე დამინახავს. გაუგებარია, ზოგი იძახის, რომ მე ხელკეტი ჩავარტყი, ზოგი იძახის ჯაჭვი ჩავარტყი, ზოგი იძახის, რომ დავჭერი. ასე რომ ჯერ თვითონ ჩამოყალიბდნენ რა მოხდა. მე პირდაპირ ვამბობ, არავისთვის არაფერი ჩამიტყამს, არც ჯაჭვი მჭერია და არც ხელკეტი და არც არავინ დამიჭრია კიდევ. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ჩვეულებრივ ჩვენებას მივცმთ. არც არავის ვემალებით. რაც შეეხება ჩემი თანამდებობის დატოვებას, ამას არც ვაპირებ და ეს საკითხი არც განიხილება“, – ასეთია ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძის პირველი განცხადება.

სპორტის სასახლეში დაპირისპირება 11 იანვარს მოხდა. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეოკადრებშიდან ჩანს, თუ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს, როგორ ჩაარტყა რკინის ბლაგვი საგანი საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ.

ზურაბ დათუნაშვილი მოითხოვს, გეგეშიძემ და მისმა გარემოცვამ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვონ და ახალი პრეზიდენტი, კანონიერი გზით აირჩიონ. გეგა გეგეშეძე დაკითხვაზე დაიბარეს, მაგრამ არ გამოცხადდა.

მსგავსი თემები