„არცერთი მონაცემები არ მიუთითებს, რომ ვირუსი უკან იხევს“ – ივანე ჩხაიძე (ვიდეო)

მსოფლიოში დაფიქსირებულია 87 137 შემთხვევა, ჩინეთში 79 000 და გარდაცვლილია 2873, დანარჩენ ქვეყნებში 104 გარდაცვლილი“- ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე „თსუ“-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

ივანე ჩხეიძემ იმ მონაცემებზე ისაუბრა, რომელიც დღეს დილით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა.

სპეციალისტის განცხადებით ყველაზე ბევრი შემთხვევა გარდაცვალების ჩინეთში ფიქსირდება. მისივე ინფორმაციით ბოლო დღეების ტენდენციის მიხედვით ჩინეთში დაავადების გავრცელება კლებულობს, თუმცა დანარჩენ ქვეყნებში მაჩვენებლის მატება შეინიშნება .
„რამდენიმე ქვეყანა სადაც პირველი შემთხვევები გამოვლინდა, აზერბაიჯანი, მონაკო, კატარი და კიდევ რამდენიმე, თუმცა უმრავლეს ქვეყნაში ეს არის ერთეული შემთხვევები. წინა დღეებში სრულიად განსხვავებული მაჩვენებელი იყო ახლა შეინიშნება ჩინეთში კლების ტენდენცია, სხვა ქვეყნებში კი მატების, საგულისხმოა, რომ ამ გავრცელების ფონზე ლეტალობის მაჩვენებელი არის დაბალი.“- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

 ივანე ჩხაიძე თვლის, რო საქართველო ეპიდაფეთქებისგან შორსაა, რადგან ეპიდემიის შემთხვევას 450- 500 ადამიანი მაინც უნდა დაინფიცირდეს.

„ეპიდემიის გავრცელებისგან ძალიან შორს ვართ, ეპიდემიის შემთხვევაში 500 ადამიანი მაინც უნდა დაინფიცირდეს, ჩვენ გვაქვს 3 შემთხვევა, ლაპარაკი ეპიდემიაზე კი არა შემთხვევის გახშირებაზე არ გვაქვს.

„თსუ“-ის პროფესორი საზოგადოებაში გავრცელებულ მოსაზრებასაც ეხმაურება, რის მიხედვითაც კორონავირუსი დათბობასთან ერთად კლებულობს. მისვე ინფორმაციით არის ვარაუდი, რომ ტენიანობის მომატებასთან ერთად ვირუსების რიცხვი შემცირდება, თუმცა ამ ეტაპზე იგი ვირუსის უკან დახევის ნიშნებს ვერ ხედავს.

„არსებობს აზრი, რომ ვირუსისთვის ხელსაყრელი გარემო ეს არის დაბალი ტემპერატურა, ეს არ არის ზუსტი ვარაუდი, არსებობს კვლევა, რომელიც აფიქსირებს ასეთ მოსაზრებას, ამიტომ ვფიქრობთ, რომ გაზაფხულის დადგომასთან ერთად ვირუსების რიცხვი შემცირდეს, ამ დროისთვის კი არცერთი მონაცემი არ მიუთითებს, რომ ვირუსი კვდება „- განაცხადა ივანე ჩხეიძემ „მედიაცენტ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.


მსგავსი თემები