არჩილ თალაკვაძის ინფორმაცით, ნაციონალები ზუგდიდში ზონდერების მობილიზაციას ახდენენ

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის არჩილ თალაკვაძეს განცხადებით, ზუგდიდში წინასწარი მონაცემებით მმართველი გუნდის კანდიდატი გიორგი შენგელია ლიდერობს, რის გამოც “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო კამპანიაში დაძაბულობამ იმატა.

როგორც ზუგდიდში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, ზუგდიდში, “ნაციონალურ მოძრაობას” პროვოკაციის მოსაწყობად ზონდერები ჰყავს ჩამოყვანილი.

„არჩევნებამდე დარჩა 2 დღე და ხედავთ, რომ ოპოზიციის მთავარ სამიზნედ ამ შუალედურ არჩევნებზე არის შერჩეული ზუგდიდი. ჩვენ ხელთ არსებული ყველა მონაცემით, რომელიც ჩვენ გვაქვს საზოგადოებასთან შეხვედრებისა და კარდაკარის მიხედვით, ჩვენს კანდიდატს გეგა შენგელიას, მაღალი აქტივობის შემთხვევაში, აქვს პირველივე ტურში გამარჯვების შესაძლებლობა.”ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს მობილიზებული ბევრი აქტივისტი ზუგდიდში და ჩვენი ინფორმაციით, ისინი გეგმავენ კიდევ უფრო მეტი ადამიანის ჩამოყვანას, რომელთა რეალური ფუნქცია ამ არჩევნებში იქნება ზონდერობა, ზოგიერთი მათგანი იქნება დამკვირვებლის სტატუსით, ზოგიერთი იქნება ახლადშექმნილი მედიასაშუალების სტატუსით და აი ამ ადამიანების გამოყენებით ისინი ეცდებიან, რომ შექმნან დაძაბულობა და ჩრდილი მიაყენონ ამ შუალედურ არჩევნებს,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

არჩილ თალაკვაძე საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს და დამკვირვებლებს მიმართავს ზუგდიდს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ.

მსგავსი თემები