„ძირითად პრინციპებზე შეთანხმების რესურსი არსებობს“ – არჩილ თალაკვაძე

“ვფიქრობ, პროცესი უბრუნდება ნორმალურ კალაპოტს”,  – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობის დღევანდელი სხდომის შემდეგ, რომელიც მოსამართლეების თემას მიეძღვნა.

მისი ინფორმაციით, დღეს ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ სასამართლოს თემაზე საკუთარი პოზიციები გამოეთქვა.

“ვფიქრობ, პროცესი უბრუნდება ნორმალურ სამუშაო კალაპოტს. ძირითად პრინციპებზე შეთანხმების რესურსი არსებობს, რომლითაც უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების დროს სამუშაო პროცესში უნდა ვიხელმძღვანელოთ. შეხვედრა გაგრძელდება ხვალაც. შეხვედრა ჩვენ დავუთმეთ არგუმენტირებულ რეჟიმში მსჯელობას და ვხედავ რესურს, რომ ამ საკითხზე პრინციპული შეთანხმებები გუნდში იყოს მიღწეული. რაც მთავარია, დღეს შეიძლება ითქვას – გუნდში არსებობს თანხმობა, რომ ყველა ვიმუშავებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებებს სასამართლოსთან დაკავშირებით, რომელიც ემსახურება სასამართლოს დამოუკიდებლობას, თავისუფლებასა და ისეთ სასამართლოს, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები