არჩილ თალაკვაძე, ოჯახთან ერთად, პატრიარქს ესტუმრა

საქართველოს პარლამენტის ახალი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ოჯახთან ერთად, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს ესტუმრა.

პარლამენტის თავმჯდომარემ უწმინდესს დალოცვისა და ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.

“ჩემს ოჯახთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს შევხვდი. მადლობას ვუხდი მის უწმინდესობას დალოცვისთვის და მისი დაუღალავი ღვაწლისთვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ”,- წერს არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები