არჩილ თალაკვაძე ოზურგეთში პარკის გახსნას ეხმიანება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ოზურგეთში გახსნილ ორ იარუსიან პარკთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში “პოსტს” აქვეყნებს და იმ მედიასაშუალებებს მიმართავს, რომლებსაც პოზიტივის დანახვა არ შეუძლია.

„ეს სიმწვანე, საოცარი ეკოსისტემა და წვერმაღალას ორ იარუსიანი უნიკალური პარკი ოზურგეთში, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებული კიდევ ერთი პროექტია, რომელიც დღეიდან ღია იქნება ნებისმიერი მნახველისთვის. თუმცა, ზოგიერთები, რაღა თქმა უნდა, სიმწვანეში ეჭვს შეიტანს და ამ ამბავს გააშუქებს შემდეგი ფორმულით: 1. კარგი არაფერი უნდა დაინახო და არ გააშუქო შეძლებისდაგვარად; 2. ყველაფერი ცუდი, თუნდაც ამინდის გაუარესება, ბიძინა ივანიშვილის ბრალია; 3. თუ ამინდი არ იცვლება, მაინც უნდა მოძებნო ნეგატივი და დააკავშირო ბიძინა ივანიშვილთან; 4. კარგი საქმეც კეთდება, თუმცა, თუ კარგი საქმე ბიძინა ივანიშვილთან არის კავშირში, ის კარგი არ არის.

ეს სხვა არაფერია თუ არა ვარლამ არავიძის პრინციპი: ჩვენ ვიპოვით კატას ბნელ ოთახში მაშინაც კი, როცა ის იქ არ არის! სამწუხაროდ ეს რუსთავი 2-ის ყოველდღიურ სტანდარტად იქცა“ – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის არჩილ თალაკვაძე.

მსგავსი თემები