არჩევნები არ გაყალბდება, ხელს მოვჭრი ვინც ყალბ ბიულეტენს ჩააგდებს – ბიძინა ივანიშვილი

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგი არ გაყალბდება და ამას პირადად არ დაუშვებს.

“რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში არჩევნების გაყალბების მცდელობაც კი არ ყოფილა. პირადად მაქვს ნათქვამი – ხელს მოვაჭრი, რომ ვინმემ გაბედოს და თავში გაიელვოს, ყუთში სხვისი ბიულეტინის ჩაგდება”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

მისივე შეფასებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩვენების პირველმა ტურმა ყველას დაანახა, რომ საქართველოში არჩევნები არ ყალბდება.

“ზოგი ჭირი მარგებელიაო და ამ არჩევნებსაც თავისი შედეგი მოჰყვა. ისევ ჩვენმა საზოგადოებამ ივაჟკაცა, ის გაფრთხილება, ის ცივი შხაპი, რაც პირველ ტურში მივიღეთ, ძალიან დიდი პოზიტივის მომტანი გამოდგა. აჩვენა ყველაზე სკეპტიკურ ევროპელებსაც კი, რომ საქართველოში არჩევნები არ ყალბდება”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მან არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შანსი შეაფასა და განაცხადა, რომ მეორე ტურში ვერ გაიმარჯვებს. ივანიშვილი იმედოვნებს, რომ ქვეყანაში კონსტრუქციული ოპოზიცია გაჩნდება.

„იმედია ამ გამარჯვებით საბოლოოდ ამ დესტრუქციულ ძალაზე უარს ვიტყვით და მათაც რესურსი აღარ დარჩათ”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მსგავსი თემები