არჩევნების მეორე ტური 13 ივნისამდე ჩატარდება

ცესკო-ს სპიკერის ანა მიქელაძეს განცხადებით, თბილისში, არჩევნების მეორე ტური, #1 მაჟორიტარულ ოლქში არაუგვიანეს 13 ივნისს უნდა ჩატარდეს.

როგორც ანა მიქელაძემ განაცხადა, არჩევნების საბოლოო შედეგების დასათვლელად საოლქო საარჩევნო კომისიებს ვადა 30 მაისამდე აქვთ.

” ახლა მიმდინარეობს როგორც საბოლოო შედეგების დამუშავების, ისე საჩივრების განხილვის პროცესი. კანონმდებლობის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა შეაჯამონ კენჭისყრის შედეგები არაუგვიანეს კენჭისყრის დღიდან მე-11 დღისა, რაც არის არაუგვიანეს 30 მაისი“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

კანონმდებლობის თანახმად, თბილისში, მეორე ტური, აღნიშნული პროცედურები კენჭისყრის დღიდან 25 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს.

მსგავსი თემები