“არჩევნებზე მოსახლეობის 70%-მდე არ მოვიდა, ეს ადამიანები უნდა გამოვიყვანოთ“ – ლადო კახაძის სტრატეგია

მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა დაახლოებით 30-%-მა მიიღო. 70%-მდე ამომრჩეველი კი სახლში დარჩა და ამით საკუთარი პროტესტი გამოხატა. არჩევნების მეორე ტური, სავარაუდოდ, 9 ივნისს გაიმართება. „ქართული ოცნების“ სტრატეგია კი სწორედ იმ ამომრჩეველთა გამოყვანაა, ვინც არ იაქტიურა და სახლში დარჩა. შუალედური არჩევნების მეორე ტურის სტრატეგიასა და გეგმებზე მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლადო კახაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

„ჩვენ უფრო აქცენტი გვაქვს, ჩემი მომხრეების გააქტიურებაზე, რომლის დიდი ნაწილიც არ გამოვიდა. ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომლებიც ერთმანეთის იმედზე არ გამოვიდნენ, ლადო ისედაც გაიმარჯვებსო-ო. ახლა, მირეკავენ ადამიანები და მეუბნებიან, არავითარ შემთხვევაში სახლში არ გავჩერდებით-ო. ამ შემთხვევაში, შედეგი იქნება ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდა. მთაწმინდაზე, სულ 43 ათას 900 საარჩევნო ხმაა და არჩევნებზე გამოვიდა 15 ათას 49 ადამიანი, დაახლებით 30%“ – აღნიშნა ლადო კახაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე თქმით, ისი, ვინც არჩევნებზე არ მივიდა, უნდა დაფიქრდეს, საით არიან – განვითარებისკენ თუ პირიქით: „70%-მა, რომელიც არ მოვიდა, მაინც ფიქრობს, რომ სტაბილურობა, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა, პოლიტიკურად აქტიური მოთამაშეები, განვითარება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა რამ“.

მსგავსი თემები