“არსებობს რამდენიმე ფაქტი” – ეკა ბესელია პირადი ცხოვრების, ფარულ ჩანაწერებზე

“ხელისუფლებამ ვერ შეძლო სისტემის ისე გამართვა, რომ ადამიანებზე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ზეწოლა არ ხდებოდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

დეპუტატის თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით ადამიანებზე ზეწოლა და შანტაჟი ახლაც ხდება და მისთვის რამდენიმე მსგავსი შემთხვევის შესახებ არის ცნობილი.

„ყველამ საკუთარ შინაგან გაუბედაობას თავად უნდა გადააბიჯოს. ამ საკითხზე სხვა ვერავინ ისაუბრებს, გარდა იმ ადამიანებისა, ვინც ამ ამორალური მეთოდების გამოყენებით გარკვეულ გავლენას ექვემდებარებიან. ვიცი, რომ არსებობს რამდენიმე ასეთი ფაქტი. ვიცი იმ ადამიანებისგან, ვისაც ეს შეეხო, მაგრამ მეტ დეტალს ვერ გეტყვით“ , – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მანამდე კი, 2019 წლის 23 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოავლინა და პასუხისგებაში მისცა კაცი, რომელმაც ერთ-ერთი დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საჯარო სივრცეში პირველმა ატვირთა და გაავრცელა. ამ საკითხზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკა ბესელიას გიორგი ვოლსკიმ უპასუხა და განაცხადა, რომ ის სისულელეს ლაპარაკობს. “სისულელეს ლაპარაკობს ეკა ბესელია. მან ძალიან კარგად იცის, საიდან მოდის ეს უნამუსობა და ამას ვინ აკეთებდა, ვინ აშანტაშჟებდა ხალხს. ასეთი ხელის გაშვერა ვერ არის ზნეობასთან ახლოს” – განაცადა გიორგი ვოლსკიმ.

მსგავსი თემები