“არსებობს ალბათობა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში იყოს ინფიცირების სხვა შემთხვევებიც” – ქეთევან ციხელაშვილი

„ის, რომ შემთხვევა დადასტურდა აფხაზეთის რეგიონში, რა თქმა უნდა არ არის მოულოდნელი. ცხადია, როცა საფრთხეებზე ვსაუბრობთ, ამის ალბათობა არსებობდა და არსებობს ალბათობა, რომ იყოს სხვა შემთხვევებიც”, – ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში „კოვიდ 19“-ით პირის ინფიცირების ფაქტს.

ციხელაშვილი საქართველოს ხელისუფლების სახელით კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეთა დასახმარებლად.

“ჩვენი მზაობა ძალაში არის, ასევე გრძელდება მოქმედებები, რომელსაც ვატარებთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რომ დავეხმაროთ იქ მოსახლეობას. ასევე, იმედი მაქვს, რომ ადგილზე მოხერხდება ყველა იმ პროტოკოლის დაცვა, რითაც ასეთ შემთხვევებში ცდილობენ რომ შეაკავონ უკვე გავრცელება, დაადგინონ კლასტერი, კონტაქტები და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დღეს დაფიქსირდა.

https://mcm.ge/აფხაზეთში-კორონავირუსის/

მსგავსი თემები