არმია, ეკლესია და მედია – ნდობის რეიტინგის სამეული

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკითხვით, მოსახლეობა ყველაზე მეტად ქართულ არმიას ენდობა, შემდეგ მოდის ეკლესია და მესამე ადგილს ქართული მედია იკავებს.

არმია – 86%; ეკლესია – 85%; ქართული მედია – 72% – ასეთია კვლევის პირველი სამეულის რეიტინგი. რაც შეეხება სხვა ინსტიტუციას, მაჩვენებელი შემდეგია: პოლიცია – 59%; საჯარო განათლება – 51%; ადგილობრივი ხელისუფლება – 46%; მთავრობა – 37%; ცენტრალური საარჩევნო კომისია – 36%; პრემიერ მინისტრის ოფისი – 34%; პოლიტიკური პარტიები – 28%; გუბერნატორები – 27%; პროკურატურა – 27%; ეროვნული ბანკი – 27%; პრეზიდენტის ოფისი – 27%; სასამართლო – 27%; პროფკავშირები – 27%.

შეგახსენებთ, რომ  წინამდებარე კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევა განხორციელდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით რესპოდენტების საცხოვრებელ სახლებში. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მაცხოვრებელმა, 18 წლის ასაკიდან.

მსგავსი თემები