არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისთვის, შესაძლოა, კანონმდებლობა გადაიხედოს

არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისთვის, შესაძლოა, კანონმდებლობა გადაიხედოს. ერთ-ერთი სერიოზული საკითხია ბულინგი სკოლებში, რისთვისაც, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის თქმით, კონკრეტული ზომებია მისაღები, უნდა ჩამოყალიბდეს სტრატეგია, სამუშაო პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთოს განათლების სამინისტრო.

როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია კრიმინალთან ბრძოლა. ~

“მუშაობა წარიმართება, მათ შორის, საპარლამენტო ფორმატში. ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიურად ვთანამშრომლობთ განათლების სამინისტროსთან. ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა არის ბულინგი სკოლებში. შესაბამისად, მისაღებია კონკრეტული ზომები. ყველა მიმართულებით არის სამუშაო”, – აცხადებს კობახიძე.

​პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, შსს ამ მიმართულებით სერიოზულ წარმატებებს მიაღწევს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებითი ცვლილებები ხორციელდება, ამ პროცესებს სათავეში უდგას გიორგი გახარია და მისი ხელმძღვანელობით, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მიმართულებით იქნება სერიოზული პროგრესი და ამ კუთხით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება სერიოზული წარმატებები”, – განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

 

მსგავსი თემები