არასდროს დამავიწყდება ეს კოშმარი, ხელებს რომ იშვერს ბავშვი და ვერ შველი – ქართველი ემიგრანტი

​საბერძნეთში, ტყის ხანძრის დროს დაზარალებული ქართველი ემიგრანტი ნინო მაისურაძე საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს. ის ამჟამად სახლშია და ნახანძრალ სახლს აწესრიგებს. მან სხეულის დამწვრობა მაშინ მიიღო, როდესაც ცეცხლის ალისგან თავის დაღწევაში ბავშვებს ეხმარებოდა და თავადაც სასწაულებრივად გადარჩა.

ქართველი ემიგრანტი სოციალურ ქსელში იმ განცდების შესახებ წერს, რომელიც სტიქიასთან ბრძოლაში გადახდა  და ამბობს, რომ მკვდრებს შორის იპოვეს.

“მადლობა ყველას, გაიხარეთ. თავს გაუფრთხილდით. ღმერთს ვყვარებივარ, მკვდრებში ნადები ცოცხლად მიპოვეს. ცოდვით სუნთქვა მიჭირს, ტელევიზიით გადმოცემული არაფერია, ის რაც იქ ხდებოდა და საკუთარი თვალით უყურებს და განიცდი. შენ გემართება. მწარე ყოფილა სიცოცხლე და მძაფრია მაგ დროს გადარჩენის სურვილი. შოკში ვარ და წლები არ დამავიწყდება ეს კოშმარი, ხელებს რომ იშვერს ბავშვი და ვერ შველი. თავს გაუფრთხილდით, გთხოვთ ყველას. დღევანდელი დღით იცხოვრეთ”, – წერს ნინო მაისურაძე სოციალურ ქსელში.

იგი უკვე 8 წელია საბერძნეთში ცხოვრობს. 24 ივლისს, ხანძრის ეპიცენტრში აღმოჩნდა, რომელმაც რამდენიმე ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

შორენა პაპაშვილი

მსგავსი თემები