არასაჭირო საკეისრო კვეთების მაჩვენებელი კატასტროფულად გაზრდილია

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკო აცხადებს, რომ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მკვეთრად არის მომატებული მშობიარეებში,
არასაჭირო საკეისრო კვეთების მაჩვენებელი.

საკეისრო კველათის თემაზე თბილისში კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციას 19 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან.

როგორც ღონისძიებაზე ითქვა, კვლევებმა აჩვენა, რომ 2000- 2015 წლებში, ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში საკეისრო კვეთების მაჩვენებელი 20%-ზე დაბალი იყო, ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქვეყნებში კი რიცხვი 50%-ს აღწევს.

საკეისრო კვეთების თემაზე გამართულ კონფერენციას ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებიან.

სოციალური მომსახურების საააგენტოს ინფორმაციით, გასული წლის პირველი მარტიდან, დიდი რაოდენობით საკეისრო კვეთის ოპერაციების გამო, 17 სამშობიარო დაწესებულება დაჯარიმდა, 5 კლინიკა კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, საკეისრო კვეთის ოპერაციების ხვედრითი წილი 15 %-ს არ უნდა აღემატებოდეს. ევროპულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 11 %-ია.

მსგავსი თემები