“არანაირი პოლიტიკური “შატალო” ეს არ ყოფილა” – არჩილ თალაკვაძე მილანში ჩაფრენაზე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მის „კომოს ტბაზე“ ყოფნას ადასტურებს და ამბობს, რომ ეს იყო პირადი ვიზიტი და არა ბიუჯეტის ხარჯზე გამგზავრება.

„სიუჟეტით რა სურდათ ეთქვათ საზოგადოებისთვის? – პარლამენტის თავმჯდომარე გაფრინდა „კომოს ტბაზე: დასასვენებლად, იქ ისვენებს ბიუჯეტის ფულით. აი, შეხედეთ, არ აინტერესებს სხვა არაფერი… ცხრა ამბიდან რეალურად საბოლოოდ დარჩა ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე პირად საქმეზე ჩაფრინდა მილანში და მეორე დღეს იყო სამსახურში. ძალიან აღმაშფოთა, როცა ოჯახური გასვლის გამო პოლიტიკური „ვაიუშველებელი“ ატეხეს.  როგორც პარლამენტის თავმჯდომარე სამუშაო ადგილას ვიყავი ყოველ დღე და არანაირი პოლიტიკური “შატალო” ეს არ ყოფილა. მით უმეტეს, არ მივიღებ ასეთ კრიტიკას მათგან, ვინც ბიუჯეტის ხარჯზე სეირნობდა უცხოეთში სამეგობროებით…  საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ვწუხვარ შექმნილი უხერხულობისთვის. სინამდვილეში მთელი ეს „ფეიკი“ ააწყვეს იმაზე, რომ პარლამენტის თავმჯდომარე მილანში ჩავიდა მეუღლესთან და შვილთან ერთად და მეორე დღეს იყო სამსახურში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რომ მედიით გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი დეპუტატები ერთ-ერთი ბიზნესმენის დაბადების დღეზე მილანში ჩაფრინდნენ. მაშინ, არჩილ თალაკვაძემ გავრცელებული ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ მედია დეზინფორმაციას ავრცელებს.

მსგავსი თემები