„არანაირი ბრელოკი, დანით დამჭრა“ – მომღერალმა „პიკასომ“ ჩვენება მისცა 

​დაჭრილი მომღერალი ირაკლი ნოზაძე, მისი „ბრელოკით“ დაჭრას გამორიცხავს და ამბობს, რომ თამთა ჯანჯღავამ მას ჭრილობა დანით მიაყენა. კამათის მიზეზი კი, თანხა გახდა, რომელიც მან ბრალდებულს ვერ დაუბრუნა.

„პირადი პრობლემის მოსაგვარებლად თანხა დამჭირდა და მან მასესხა. სახლში მომაკითხა. ძალიან აგრესიული იყო და მე არ ჩავედი, ჩემი მეგობარი ჩავიდა მასთან დასალაპარაკებლად, მაგრა, არაფერი გამოუვიდა. ცუდ სიტყვებს იძახდა ჩემზე და მერე მეც ჩავედი მასთან სალაპარაკოდ. ჩემს მანქანას ფეხებს ურტყამდა და შუშის ჩამსხვრევას ცდილობდა. მანქანის კარი გავაღე და კარი მივარტყი, როცა გადმოვედი, ვნახე, რომ დანა ეჭირა. მოგერიების მიზნით, ხელი მოვუქნიე. თვითონაც მომიქნია და არტერიაში ჩამარტყა, ხელი რომ ავიფარე, ხელზეც დამარტყა და მერე წავიქეცი. არანაირი „ბრელოკით“, ეს ჭრილობები მომაყენა დანით“, – აცხადებს დაზარალებული ირაკლი ნოზაძე.

რაც შეეხება დაპირისპირების მიზეზად ნარკოტიკების დასახელებას, ნოზაძე ამბობს, რომ ნარკოტიკს მის დაჭრასთან კავშირი არ აქვს.

„ნარკოტიკების თემა ალბათ იმიტომ გაავრცელეს, რომ ჩემთვის ჩირქის მოცხებას ცდილობენ. წარმოუდგენელია, 250 ლარის გამო ადამიანი სასიკვდილოდ გაიმეტო. ექსპერტიზაც ჩატარდა და ჩხრეკაც და მსგავსი არაფერი დადასტურებულა“, – განაცხადა ნოზაძემ.

მსგავსი თემები