“არავის მივცემ იმის შესაძლებლობას, რომ საზოგადოებას განსხვავებული მოსაზრება გაუჩინონ დედაქალაქის საქმიანობაზე, ჩემს თანამშრომლებზე” – კახა კალაძე

“ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენს უწყებას, დავიცავ ჩემს თანამშრომელს, რომ არავის არ მივცე იმის შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას გაუჩინონ განსხვავებული მოსაზრება დედაქალაქის საქმიანობაზე, ჩემს თანამშრომლებზე და მე დავიცავ საკუთარ თავს იმ მხილებით, იმ კონკრეტული ფაქტებით და რეალობით რომელსაც მოსახლეობას წარვუდგენთ”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მთავარია ადამიანები შეცდომაში არ შევიდნენ.

„მე ვარ დედაქალაქის მერი, დაახლოებით მილიონ-ნახევარი ადამიანი ცხოვრობს თბილისში, ყველა ჩემი მხარდამჭერი არ არის, მაგრამ არსებობს ადამიანები, რომლებიც მართლა გულშემატკივრობს დედაქალაქს და ქალაქში მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით გული მართლა შესტკივა და არასწორი ინფორმაციით არ გვინდა ეს ადამიანები შეცდომაში შევიდნენ. უამრავ არასწორ თემას თხზავენ, იგონებენ, მერე მოდიან კითხვას გისვამენ და შენ დგახარ და ამ არარეალობაზე პასუხი უნდა გასცე. ეს ყველაფერი თავიდან რომ იყოს აცილებული ზუსტად ამიტომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. ყველა იმ სიუჟეტზე, რომელიც იყო გასული და მცდელობა ჰქონდათ მუნიციპალიტეტის, პირადად ჩემს მიმართ დისკრედიტაციის, ამას გაეცემა შესაბამისი პასუხი. ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენს უწყებას, დავიცავ ჩემს თანამშრომელს, რომ არავის არ მივცე იმის შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას გაუჩინონ განსხვავებული მოსაზრება დედაქალაქის საქმიანობაზე, ჩემს თანამშრომლებზე და მე დავიცავ საკუთარ თავს იმ მხილებით, იმ კონკრეტული ფაქტებით და რეალობით რომელსაც მოსახლეობას წარვუდგენთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა

მსგავსი თემები