“არავინ შეეგუება რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას”-მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს, მიღებული გადაწყვეტილებისთვის, რომლის მიხედვითაც, ევროსაბჭო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი ევროპის საბჭოსგან როგორც საქართველოსთვის, ისე მსოფლიოსა და რუსეთის ფედერაციისთვის.

„ევროსაბჭოსგან მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტი, რომ არავინ არასოდეს შეეგუება რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას.დოკუმენტში არის უმნიშვნელოვანესი აქცენტები გაკეთებული იმაზე, რომ რუსეთი განაგრძობს თავის აგრესიულ პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში, განაგრძობს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას”- განაცხადა მამუკა ბახტაძემ

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგში, 2 მაისს გამართულ სხდომაზე, ევროსაბჭოს მიერ მხარდაჭერილი იქნა დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთი კვლავ აფერხებს კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პროცესს, ხელყოფს რეგიონში უსაფრთხოებას და აგრძელებს სამხედრო ძალით ყოფნას აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში.

მსგავსი თემები