“არავინ იცის, საკმარისი იქნება ვაქცინის ერთხელ გაკეთება, თუ მას მხოლოდ სეზონური დამცველობითი უნარი ექნება” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მსოფლიოში არ არსებობს საერთო აზრი იმაზე, როგორი დამცველობის უნარი ექნება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს – საკმარისი იქნება მისი ერთხელ გაკეთება, თუ მას მხოლოდ სეზონური დამცველობითი უნარი ექნება.

„ვაქცინის შექმნა დღევანდელი ტექნოლოგიების პირობებში სირთულეს არ წარმოადგენს, რთულია მისი უსაფრთხოებისა და ეფექტურობის დადგენა. 100-ზე მეტი ვაქცინაა შექმნილი, აქედან 10-მდე გადის დაჩქარებულ კლინიკურ კვლევებს. ზოგიერთ კვლევაში უკვე აღნიშნულია საკმაოდ კარგი იმუნოგენობა, ანუ იმუნიტეტის გამომუშავების თვისებები. დაიწყო ამ ვაქცინების გამოყენება ადამიანებზეც, მაგრამ როგორც წამყვანი ლაბორატორიები და კომპანიები ამბობენ, მათი უსაფრთხოების გამოცდამდე ჯერ შორი გზაა. არ არსებობს საერთო აზრი იმაზე, როგორი დამცველობის უნარი ექნება ამ ვაქცინებს – იქნება ეს როგორც წითელას ვაქცინა, როდესაც მას ერთხელ ვუკეთებთ ბავშვს და ის მთელი ცხოვრება დაცულია, თუ მას ეიქნება მხოლოდ სეზონური დამცველობითი უნარი, როგორიც აქვს მაგალითად გრიპის ვაქცინას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ

მსგავსი თემები