“არავინ ინერვიულოს, არჩევნები ჩატარდება 120/30-ზე სისტემით” – მამუკა მდინარაძე

“ძალიან მცირე დრო გვჭირდება, ჩვენ იმისთვის, რომ ყოველგვარი გადახვევის გარეშე, მივიღოთ შეთანხმებით გათვალისწინებული ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში. ასევე მივიღოთ თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც საარჩევნო სისტემას შეეხება”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. 

„ძალიან მცირე დრო გვჭირდება, ჩვენ იმისთვის, რომ ყოველგვარი გადახვევის გარეშე, ჩვენ მივიღოთ შეთანხმებით გათვალისწინებული ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში. ასევე მივიღოთ თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც შეეხება საარჩევნო სისტემას. ჩვენ ვაპირებთ, ეუთო-ოდირის რეკომენდაციების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა გავითვალისწინოთ. ამიტომ, პრობლემა არ გვაქვს. ზაფხულის პირველ ნახევარშიც კი, რომ მორჩეს მსოფლიო პანდემია, ჩვენ მივაღწევთ ამას, ძალიან მოკლე დროში“, – აღნიშნა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, საყოველთაო-სახალხო განხილვების დისტანციურად გამართვა პრობლემას არ წარმოადგენს.

„ამას რამდნიმე დღე დასჭირდება. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს ამაზე ბევრი არ უკამათიათ – როგორც იციან თავისებური ინტერპრეტაცია კანონპროექტისთვის არ მიუციათ. წამოგვყვნენ და შეთანხმებული ვართ, რომ ეს შეთანხმება ძალიან მალე აისახება კონსტიტუციასა და შესაბამის კოდექსში. აქედან გამომდინარე, ეს სადარდებელი არ არის. დღეს სხვა რამეზე ვიზრუნოთ და ეს მოგვანდეთ ჩვენ. აღსულებული იქნება. ამაზე არავინ ინერვიულოს. არჩევნები ჩატარდება 120/30-ზე სისტემით, როგორც ამ თემაზე ძალიან ბევრჯერ ვისაუბრეთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები