ანგელა მერკერის პარტიას ფრაიბურგში ქართველი დედა-შვილი წარმოადგენს

გერმანიის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, კანცლერ ანგელა მერკერის პარტიის საარჩევნო სახეს ქალაქ ფრაიბურგში, ქართველი დედა-შვილი, თეოდორი და ელიკო წიკლაური-ლამიხი წარმოადგენენ.

ქართველი პროფესორი ელიკო წიკლაური, ანგელა მერკერის პოლიტიკური პარტია “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის” ქალაქ ფრაიბურგის საოლქო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა. მისი შვილი თეოდორი კი მერკელის პარტიის ახალგაზრდული კავშირის სამხრეთ გერმანიის კავშირს ხელმძღვანელობს.

ელიკო წიკლაური-ლამიხი, საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო კომიტეტის მრჩეველ -კონსულტანტი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მსოფლიო და საერთაშორისო სისხლის სამართლის ქალაქ ფრაიბურგის “მაქს პლანკის” ინსტიტუტის (სადაც მთელი მსოფლიოს სისხლის სამართალი და კრიმინოლოგია ისწავლება) განყოფილების ხელმძღვანელია.

რაც შეეხება თეოდორს, ის იურისტია, წარჩინებით ამთავრებს გერმანიის ერთ – ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს და სწავლის „ოქსფორდში“ გაგრძელებას აპირებს.

თეოდორი ასევე წარმატებულია გერმანულ პოლიტიკაშიც. წიკლაურ-ლამიხების ოჯახზე „მთავარი“ ფართო პროფილს უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.

გერმანიაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შემოდგომით ჩატარდება.

მსგავსი თემები