ანა დოლიძე სამოქალაქო მოძრაობას აფუძნებს

„ვერთიანდებით ადამიანები, რომელთაც აქვთ სამართლიანობისა და სახელმწიფო ინტერესებისთვის ბრძოლის გამოცდილება“, – ასე წარადგინა ანა დოლიძემ მისივე დაფუძნებული ახალი სამოქალაქო მოძრაობა „მოძრაობა ხალხისათვის“.

მისი თქმით, ერთიანდებიან, რათა შექმნან სახელმწიფო ხალხისათვის.

„წესით ხვალ სრულდება საგანგებო მდგომარეობა და ხელისუფლების საზრუნავი უნდა იყოს ეკონომიკური ნახტომის შექმნა; მაჩანჩალა ქვეყნის სტატუსიდან გამოყვანა, ამის მაგივრად კი, ხელისუფლება ცდილობს, ჩვენი უფლებების შეზღუდვით საკუთარი არსებობა გაიხანგრძლივოს.

ჩვენ ვერთიანებით იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში მოვიტანოთ პირობები, როდესაც ყველა მოქალაქე შეძლებს საკუთარი ნიჭის და პოტენციალის რეალიზებას მეტი დოვლათის შესაქმნელად. ვერთიანდებით იმისთვის, რომ შევქმნათ საჯარო სივრცე, სადაც საქმეზე საუბარი იქნება შესაძლებელი სახელმწიფო ამოცანებზე“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.

მსგავსი თემები