ანა ბაგრატიონი, ყოფილ მეუღლეს მოსყიდვასა და მუქარაში ადანაშაულებს – დავითი კი შვილზე ძალადობაში

სამეფო ოჯახის დავის შეწყვეტის სანაცვლოდ, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ყოფილ მეუღლეს ფული შესთავაზა. თანხმობა რომ ვერ მიიღო, მუქარაზე გადავიდა და ბუნებაში არარსებული, შვილზე ძალადობის ფაქტების გასაჯაროებით დაემუქრა. ეს და სხვა, სამეფო ოჯახის დაპირისპირებაში არსებული ახალი მტკიცებულებები ანა ბაგრატიონის ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააჟღერა.

„ორი კვირის განმავლობაში, ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე, კერძოდ კი დავით ბაგრატიონ-მუხრანელი, აქტიურად ცდილობს სხვადასხვა ფორმით დაგვიყოლიოს იმაზე, რომ ჩვენ დავა შევწყვიტოთ. კერძოდ, ითხოვენ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ გავასაჩივროთ. აღნიშნულის მიღწევას დავითი ახდენს ცდილობს სხვადასხვა მეთოდითა და სტრატეგიით. პირველი მისი მცდელობა იყო თავის შეცოდების სტრატეგია. დაურეკა ანას ტირილით და სთხოვა, დავა შეეწყვიტა. თუმცა, დაინახა, რომ ამან არ იმუშავა და ანამ პროცესი განაგრძო“ – განაცხადა ლევან გორელაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

ადვოკატის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ანა ბაგრატიონი ყოფილი მეუღლის შეთავაზებას არ დასთანხმდა, დავით ბაგრატიონმა სტრატეგია შეცვალა და მუქარაზე გადავიდა.

„მისი შემდგომი მცდელობა იყო თანხის შემოთავაზება იმისთვის, რომ არ მომხდარიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება და დავა დასრულებულიყო. მათ შორის, დავა დასრულებულიყო არა მხოლოდ ქონებრივ, არამედ სს საქმეზეც. მას შემდეგ, რაც ჩვენგან მიიღო პასუხი, რომ ეს პრობლემა ფულზე არ იყიდება, ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი მოდელი, როგორ იყო შესაძლებელი ამ დავის დასრულება, თუმცა, ის ამაზე არ მოდის“ – განმარტა ადვოკატმა.

რაც შეეხება ანა ბაგრატიონის წინადადებას, ის გახლავთ შემდეგი – შეეწყვიტა და აკრძალვოდა სამეფო სახელისა და ტიტულების გამოყენება.

„ამაზე ბაგრატიონი ვერ მოდის, თანხმობას არ აცხადებს. ამისი მიზეზი კი ის არის, რომ დავითი იმ ადამიანების მძევალია, ვისაც ტიტულები მიჰყიდა. თუ ის ხვალ იტყვის, რომ მას ტიტულების გამოყენების უფლება არ ჰქონდა და ის რაც დაარიგა, უკანონოა, ის ადამიანები, ვისაც ტიტულები მიჰყიდა, თანხის უკან დაბრუნებას მოსთხოვენ, რისი საშუალებაც დავით არ აქვს“ – აღნიშნა ანა ბაგრატიონის ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მუქარის ნაწილთან დაკავშირებით ადვოკატმა განმარტა, რომ ეს 4 დღის უკან მოხდა: „ბოლოს, რომ დაინახა, ამ მეთოდით ფონს ვერ გახდა, მუქარა შემოგვითვალა. კერძოდ, თუ ერთი კვირის განმავლობაში ყველა დავას არ შევწყვეტდით, კონკრეტულ ანას წინააღმდეგ კომპრომატს გამოიყენებდა და სისხლის სამართლის პროცესს დაიწყებდა როგორც ესპანეთში, ისე საქართველოში. როცა ვიკითხეთ, რა იყო ამ კომპრომატის საფუძველი, პასუხად მივიღეთ, რომ მას აქვს ვითომ მტკიცებულება ანას მიერ პატარა გიორგიზე ძალადობის. რაც არის ტყუილი“.

შეგასხევებთ, რომ ბაგრატიონების დავა სამ ნაწილს ეხება: 1 – დავით ბაგრატიონის მხრიდან სამეფო სახელის გამოყენების აკრძალვა; 2. დავით ბაგრატიონის მხრიდან ანა ბაგრატიონზე ფიზიკური ძალადობა; 3. ქონებრივი დავა – თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფა, ანა დედოფლის მხრიდან მოთხოვნილი თანხა კი 90 000 ლარს შეადგენს.

მსგავსი თემები