ანატოლი ბიბილოვის ბრძანებით, ცხინვალს მეორე სახელი – „სტალინირი“ ეწოდა

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ბრძანებით, ცხინვალს მეორე სახელი „სტალინირი“ ეწოდა.

„1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვებიდან 75-ე წლისთავთან დაკავშირებით ცხინვალს მეორე სახელწოდებად „ქალაქი სტალინირი“ ეწოდოს. ორი სახელწოდება გამოიყენება რესპუბლიკური და საქალაქო ღონისძიებების დროს, კერძოდ 9 მაისს (გამარჯვების დღე) და 22 ივნისს (დიდი სამამულო ომის დაწყების თარიღი)“, – ნათქვამია ბრძანებაში.

მსგავსი თემები